ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

   კომპანია „KAVKASIONI“–ი არის სავაჭრო მარკა სამეურნეო, სამშენებლო, სანტექნიკისა და ელექტრო საქონლის გაყიდვაში ART-SU, KLY-TEK, OKDEMIR, RTR-MAX, AKFIX, ORIENT კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი 2006 წლიდან საქართვე ლოს ტერიტორიაზე და ჩვენი კომპანია არის უშუალო იმპორტიორი ჩინეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან და დუბაიდან. ჩვენ ვაწარმოებთ არამხოლოდ საცალო, არამედ წვრილ და მსხვილ საბითუმო ვაჭრობას. თუ თქვენ აწყობთ ტენდერს იმისთვის, რომ იყიდოთ იაფიანი სამეურნეო და სამშენებლო საქონელი ბითუმად საქართველოში, მაშინ პირველი ადგილი თქვენთვის ენიჭება საქონლის სიჩქარესა და ხარისხს, და ასევე მიწოდების ოდენობას. დაგვირეკეთ და ჩვენ დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ ბაზარზე ყველაზე ხელსაყრელ პირობებს.
   ჩვენ კომპანიას ერთერთი ლიდერის პოზიცია უკავია ბაზრის მოცემულ სეგმენტში. ჩვენ ვეწევით იაფიანი და ხარისხიანი პროდუქციის რეალიზაციას. ჩვენს ფირმასთან წვრილ თუ მსხვილ საბითუმო ვაჭრობის წარმოებისას თქვენ მიიღებთ არამხოლოდ ხარისხიან მომსახურებას, არამედ შესყიდული პროდუქციის პარტიის უფასოდ მიტანას მთელი საქართველოს მასშტაბით უმოკლეს ვადაში. ჩვენს კომპანიაში მუშაობენ კვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც ათანხმებენ თანამშრომლობის ოპტიმალურ ვარიანტს.
   ჩვენ გვაქვს მაღაზიათა ქსელი თბილისში (იხ.მაღაზიათა ქსელი) და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ საბითუმო და საცალო ქსელს საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც.
   მხოლოდ ჩვენთან, პირველად საქართველოში, გეძლევათ უნიკალური საშუალება შეიძინოთ ნებისმიერი სახის პროდუქცია (სამშენებლო სარემონტო, ელექტრო, სანტექნიკური, მოსაპირკეთებელი და ა.შ. საბითუმო ფასებში და გარანტიით.
   მხოლოდ ჩვენთან შეიძენთ უმაღლესი ხარისხის შემრევებს 5 წლიანი გარანტიით!
საკმარისია გვესტუმროთ, ადგილზევე ვიზუალურად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სახის პროდუქცია და გააფორმოთ შეკვეთა.
1. თქვენ ან თქვენს ორგანიზაციას აღარ მოგიწევთ სხვადასხვა მომწოდებელთან საქმის წარმოება, რაც საგრძნობლად დაზოგავს თქვენს დროსა და თანხებს.
2. ჩვენთან შეძენილი ნებისმიერი პროდუქციის ღირებულება წარმოადგენს საბითუმო ფასს.
3. ჩვენთან შეძენილ ნებისმიერ პროდუქციაზე გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, ანგარიშფაქტურა).
4. პროდუქციის შეძენის პროცესში (სურვილის შემთხვევაში) ჩვენი ინსტრუქტორები შემოგთვაზებენ ლოჯისტიკურ ანალიზს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე ღირებულებისა და ხარისხის შესაბამისობასა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგს.
5. თქვენს მიერ გაფორმებული შეკვეთის ტრანსპორტირება მოხდება ჩვენი სატრანსპორტო საშუალებებით თბილისის ფარგლებში.
6. 7000  ლარზე მეტი ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას გაგიწევთ უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით.
7. ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი შეკვეთის იმპორტი საქონლის ღირებულების 30% წინასწარი გადახდის საფუძველზე..